სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შესაძლოა ოთხ დღეში დაიხუროს, თუ აშშ ლიცენზიას არ განაახლებს.
"სანქციების დაწესებისას თქვენ ამბობთ, რომ ისინი რუსეთისა და მისი კომპანიების წინააღმდეგაა მიმართული. არსებითად, ეს სანქციები ჩვენს ქვეყანაზე ახდენს გავლენას", - აცხადებს სერბეთის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ქვეყანას, მოკლევადიან პერსპექტივაში, საწვავის საკმარისი მარაგი აქვს, მაგრამ მისი ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დახურვა შეაჩერებს ბენზინის, დიზელის და რეაქტიული საწვავის წარმოებას და შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკას ზიანი მიაყენოს.