დონალდ და მელანია ტრამპებმა ორი ინდაურები - "გობლი" და "უოდლი" შეიწყალეს, ტრადიციული ცერემონია თეთრი სახლის ეზოში გაიმართა. შეწყალებამდე, კაროლინადან ჩამოსულმა ინდაურებმა, ღამე ფუფუნებაში, სასტუმროში გაატარეს.
გამოსვლა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის კრიტიკით დაიწყო, თქვა, რომ მისმა წინამორბედმა გასულ წელს ინდაურების შეწყალებისთვის ავტომატური კალამი გამოიყენა, რის გამოც ჯო ბაიდენის შეწყალება "სრულიად ბათილია".
ინდაური ამერიკაში ენდემური ფრინველია. სწორედ ამიტომ, პატივისცემის გამოსახატად, აშშ-ის პრეზიდენტი, ყოველწლიურად, ორ ინდაურს იწყალებს. ერთ-ერთი ვერსიით, აბრაამ ლინკოლნი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც, 1863 წელს, ინდაური შეიწყალა, თუმცა, ტრადიციის სახე ცერემონიამ 1947 წელს მიიღო, როდესაც პრეზიდენტ ტრუმენს ინდაურის ეროვნულმა ფედერაციამ ორი ცოცხალი ფრინველი აჩუქა.