19 ივნისი 2026,   04:23
ვრცლად
პოლონური მედია: პოლონეთის პრეზიდენტი ევროპის საბჭოს თავს ესხმის - მას საკვანძო თანამდებობის გაუქმება სურს

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში ლექციაზე ევროკავშირის მომავლის პროგრამა წარადგინა, რომელშიც ბლოკის ცენტრალიზაციის პროცესს ეწინააღმდეგება. მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობის გაუქმება მოითხოვა და ასევე ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის სისტემის ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითა.

მედიის ცნობით, ნავროცკიმ განაცხადა, რომ ცენტრალიზაციის პროცესი "ორი უდიდესი ქვეყნის გარდა" წევრ სახელმწიფოებს სუვერენიტეტს წაართმევს და დემოკრატიულ სისტემებს შეასუსტებს. პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ევროკავშირის დონეზე წევრი სახელმწიფოების ხმის მიცემის შესაძლებლობა მათ "ხელშეკრულებების ბატონ-პატრონების" როლს წაართმევს.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი ხედვა კავშირთან დაკავშირებით. მედიის ცნობით, ნავტოცკის მიაჩნია, რომ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, მათ შორის ყველაზე პატარასაც, უნდა ჰყავდეს საკუთარი დანიშნული კომისარი ევროკავშირის უმაღლეს ადმინისტრაციულ ორგანოში. მანვე დაამატა, რომ უნდა აიკრძალოს ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე პირების დანიშვნა მშობლიური ქვეყნის მთავრობის რეკომენდაციის გარეშე.

დღის ამბები