ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ჩინელმა კოლეგამ აპრილში, პეკინში, სტუმრად მიიწვია, რასაც დასთანხმდა. ტრამპის თქმით, სი ძინპინს უთხრა, რომ წლის ბოლოს ის მისი სტუმარი იქნებოდა აშშ-ში.
"ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა. განვიხილეთ მრავალი თემა, მათ შორის უკრაინა/რუსეთი, ფენტანილი, სოიო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ა.შ. ჩვენ მივაღწიეთ კარგ და მნიშვნელოვან შეთანხმებას ჩვენი შესანიშნავი ფერმერებისთვის - და ის მხოლოდ გაუმჯობესდება. ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან უაღრესად ძლიერია! ეს ზარი იყო სამი კვირის წინ, სამხრეთ კორეაში, ჩვენი ძალიან წარმატებული შეხვედრის გაგრძელება. მას შემდეგ, ორივე მხარეს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მიღწეული ჩვენი შეთანხმებების აქტუალურობისა და სიზუსტის შენარჩუნების კუთხით. ახლა შეგვიძლია, ჩვენი ყურადღება დიდ სურათზე გადავიტანოთ. ამ მიზნით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიმიწვია პეკინში აპრილში, რასაც დავთანხმდი და მეც ვუთხარი, რომ ის ჩემი სტუმარი იქნება აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტის დროს, წლის ბოლოს. შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია ხშირი კომუნიკაცია, რასაც მოუთმენლად ველი", - წერს ტრამპი.