რუსთაველის ეროვნული თეატრის კარი ბაროკოს ფესტივალისთვის გაიხსნა. თბილისი მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს. უცხოელ სოლისტებთან ერთად, მე-17 საუკუნის მუსიკას "საქართველოს სიმფონიეტა გააცოცხლებს. მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები, მრავალფეროვანი პროგრამა და საგუნდო მუსიკა - ფესტივალი 7 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ დაიხურება.
დოროთე მილსი, ცნობილი გერმანელი სოპრანოა, რომელიც თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა. ის ბაროკოს ფესტივალში პირველად მონაწილეობს. მუსიკოსი ქართველი მსმენელის წინაშე რუსთაველის ეროვნულ თეატრში წარდგება.
10 წლის წინ დაწყებული ტრადიცია, - მსოფლიოში აღიარებული ბაროკოს მუსიკის შემსრულებლები, მრავალფეროვანი პროგრამა და საგუნდო მუსიკა - თბილისში ბაროკო ფესტივალი გრძელდება. ორგანიზატორები მსმენელს წელსაც მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ. საღამოებს მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან ეყოლება.
„ძველიდან შექმნილი ახალი“, - ასე ჰქვია ორ კონცერტს, რომლის მასპინძელი ორკესტრიც - "საქართველოს სიმფონიეტაა. უცხოელ სოლისტებთან ერთად, ქართველი მსმენელისათვის გაცოცხლდება მე-17 საუკუნის მუსიკა. წელს არის სიახლეც, 2025 წლის ფესტივალის გეოგრაფიული არეალი გაიზარდა და თბილისის სხვადასხვა საკონცერტო დარბაზსა თუ თეატრს მოიცავს. ფესტივალს, სამეცნიერო მიმართულებაც შეემატება.
ქართველი მსმენელი როგორც ინსტრუმენტულ, ისე საორკესტრო შესრულებას 24 და 27 ნოემბერს მოისმენს. ფესტივალი კი რომელიც 28- ოქტომბერს დაიწყო დეკემბრის დასაწყისში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაიხურება.
ავტორი: თიკო ლობჟანიძე.