19 ივნისი 2026,   08:07
ვრცლად
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უსაფრთხოების ის გარანტიები, რომლებიც ამჟამად "ტრამპის გეგმაში" არსებობს, ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი ფორმულირებებით არის აღწერილი, ამიტომ მათი დეტალური შესწავლა მნიშვნელოვანია

უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ გაიწერება გარანტიები, რომ ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმუშავებს - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა. 

მისივე თქმით, დასაფიქრებლად დროა საჭირო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კიევის მისაღებია:

"უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ გაიწერება გარანტიები, რომ ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმუშავებს. უსაფრთხოების ის გარანტიები, რომლებიც ამჟამად „ტრამპის გეგმაში“ არსებობს, ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი ფორმულირებებით არის აღწერილი, ამიტომ მათი დეტალური შესწავლა მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება დრო, რომ დავფიქრდეთ, რა შეიძლება გახდეს მყარი საფუძველი მდგრადი მშვიდობისთვის. მეპარება ეჭვი, რომ ეს ახლო მომავალში იქნება შესაძლებელი. რუსეთი ახლა აქტიურად ზრდის შეიარაღებას, ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოსკოვი კვლავ დაიწყებს აგრესიულ მოქმედებებს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება კიევის მისაღებია,"- აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

დღის ამბები