აშშ-ის პრეზიდენტი კიევს მოუწოდებს, მიიღოს გეგმა, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას გულისხმობს.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანი აქვს. დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ კიევმა რამდენიმე დღეში მიიღოს ამერიკულ-რუსული "სამშვიდობო გეგმა", რომელიც ითვალისწინებს რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას და ასევე, სხვა მტკივნეულ დათმობებზე წასვლას.
პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ გამოსვლაში, ზელენსკიმ თქვა, რომ ქვეყანა დაუძლეველი არჩევანის წინაშე დგას, ან შეინარჩუნოს ეროვნული ღირსება, ან დაკარგოს მნიშვნელოვანი პარტნიორი - აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელიც აშკარად ცდილობს კონფლიქტის დასრულებას მოსკოვის მკაცრი პირობებით.
გეგმის მიღება უკრაინას "საკუთარი თავისუფლების, ღირსების და მართლმსაჯულების გარეშე" დატოვებს - აღნიშნა ზელენსკიმ და დაამატა, რომ რომ ის არასდროს შესწირავს უკრაინის ინტერესებს და არ წავა კონსტიტუციის წინააღმდეგ - "ჩვენ არც მაშინ [2022 წელს] გვიღალატია უკრაინისთვის და არც ახლა გავაკეთებთ ამას" - განაცხადა მან.
Fox Radio-სთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ხუთშაბათი "შესაფერისი დროა" ზელენსკისთვის, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს.
ცნობების თანახმად, ტრამპი ასევე იმუქრება, იარაღის მიწოდების შეწყვეტით და რომ შეამცირებს უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, თუ უკრაინა შეთანხმებას არ მიიღებს.
ევროპელი ლიდერები – მაკრონი, მერცი, სტარმერი – მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს და აცხადებენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი და უზრუნველყოფდეს უკრაინის ინტერესებს, არ უნდა დაუთმოს ქალაქები ან ტერიტორიები რუსეთს. მათი თქმით, გეგმა "აბსურდულია".
უკრაინაში საზოგადოებრივი რეაქცია წარმოდგენილ გეგმაზე უმეტესად უარყოფითია - მას ერთპიროვნულსა და ქვეყნის დამარცხებად მიიჩნევენ. ევროპელი ექსპერტებიც კრიტიკულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში რუსეთი ევროპის მთავარი აგრესორი გახდება.