19 ივნისი 2026,   01:59
ვრცლად
ბრაზილიაში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის კონფერენციაზე ხანძარი გაჩნდა

გაერო-ს კლიმატის კონფერენციაზე (COP30), რომელიც ბრაზილიის ქალაქ ბელემში იმართება ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევის გამო შენობიდან მონაწილეების დაუყოვნებლივ ევაკუაცია გახდა საჭირო.

გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

ცნობისთვის, გაეროს კლიმატის ცვლილების 30-ე ყოველწლიური კონფერენცია ქალაქ ბელემში 10-21 ნოემბერს იმართება. მოლაპარაკებებს ათასობით ადამიანი ესწრება.

დღის ამბები