04 აგვისტო 2026,   08:12
ვრცლად
თევზაობისას, დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - შემთხვევა სოფელ ჭალადიდში მოხდა

სოფელ ჭალადიდში, დენის დარტყმის შედეგად, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მდინარე ცივᲨი თევზაობდა. სავარაუდოდ, ანკესი მაღალი ძაბვის სადენს გამოედო და კაცი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 

დღის ამბები