რუსთავის დრამატულ თეატრში კომედიის თეატრალური ფესტივალი დასრულდა. რიგით მე-12-ე ფესტივალი 9 ნოემბერს, რუმინელი რეჟისორის სპექტაკლით გაიხსნა და გუშინ, თავისუფალი თეატრის წარმოდგენით დაიხურა.
10 დღის განმავლობაში, ღონისძიებამ ქართულ და უცხოურ თეატრალურ დასებსა და სხვადასხვა კომედიური ჟანრის სპექტაკლებს უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა დაჯილდოებაც.
გასულ წელს ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის პრემია დაფუძნდა, რომელიც საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში გამოვლენილ არტისტს გადაეცა.