19 ივნისი 2026,   00:26
ვრცლად
უკრაინაში არსებული კორუფციული სკანდალის მიზეზით, პოროშენკოს პარტიის წევრებმა უმაღლეს რადაში ტრიბუნა დაბლოკეს და სკანდალის მთავარი მონაწილე ორი მინისტრის თანამდებობიდან გაშვების პროცედურა ჩაშალეს

უკრაინაში არსებული კორუფციული სკანდალის მიზეზით, პოროშენკოს პარტიის წევრებმა უმაღლეს რადაში ტრიბუნა დაბლოკეს და სკანდალის მთავარი მონაწილე ორი მინისტრის თანამდებობიდან გაშვების პროცედურა ჩაშალეს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ორი მინისტრის გადაყენება საკმარისი არ არის და თანამდებობები მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრმა უნდა დატოვეს. მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, პარტიამ "ევროპულმა სოლიდარობამ" ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ოპოზიცია ითხოვს ასევე კორუფციის საქმეზე გაირკვეს ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის როლი და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ერმაკი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, სავარაუდოდ, "ალი ბაბას" სახელით ფიგურირებს.

დღის ამბები