04 აგვისტო 2026,   05:09
ვრცლად
პრეპარატი "ნოვორაპიდი" საქართველოშია - მედიკამენტი, რომელსაც მცირეწლოვანი ბენეფიციარების მშობლები ელოდებოდნენ, ისევ ხელმისაწვდომია

მედიკამენტი, რომელსაც მცირეწლოვანი ბენეფიციარების მშობლები ელოდებოდნენ ისევ ხელმისაწვდომია. პრეპარატ "ნოვორაპიდით“ 1 წელზე ზემოთ, დიაბეტის მქონე, ნებისმიერი ადამიანის მკურნალობა შესაძლებელია.

პრეპარატს დანიური კომპანია Novo Nordisk-ი აწარმოებს. მედიკოსები მის ეფექტიანობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ დაავადების მართვა და ინსულინოთერაპია პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჯანდაცვის უწყება პრეპარატზე დეფიციტს აღარ ელოდება. მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ პაციენტები ინსულინის გარეშე არასდროს არ დარჩენილან. არც "ნოვორაპიდის" მცირეხნიანი დეფიციტის დროს, როცა ის ალტერნატიული, ფრანგული წარმოების „აპიდრათი“ ჩანაცვლდა.

მომავალში, დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, Novo Nordisk-თან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება. მისი მიღება დიაბეტის მქონე პაციენტებს პროგრამით განსაზღვრულ ლოკაციებზე შეუძლიათ

დღის ამბები