19 ივნისი 2026,   01:39
ვრცლად
იაპონიაში ვულკანი საკურაჯიმა ამოიფრქვა

იაპონიაში ვულკანი საკურაჯიმა ამოიფრქვა. ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, კუნძულ კიუშუზე ვულკანი სამჯერ ამოიფრქვა, რის შედეგადაც ფერფლის ღრუბელი, 4.4 კილომეტრის სიმაღლეზე, ჰაერში აიჭრა.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ბოლო 13 თვის განმავლობაში, ეს ვულკან საკურაჯიმას პირველი ამოფრქვევაა.

ვულკანი ქალაქ კაგოშიმასთან ახლოს მდებარეობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ფრენები.

საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.

დღის ამბები