04 აგვისტო 2026,   06:47
ვრცლად
"მარნეულობა 2025" - ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული აღინიშნა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, "მარნეულობა 2025" აღინიშნა.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო თემატური ინსტალაციები, პავილიონები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ჩატარდა საწნახელში ყურძნის დაწურვის, პურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასები. ღია ცის ქვეშ მუზეუმში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ტრადიციული ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, ბერძნული კულინარია და ეთნოგრაფიული ნიმუშები.

პატარების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. გაიმართა აქტივობები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

მაყურებელთა წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები და შემსრულებლები წარდგნენ. საღამო, გალა კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა.

დღის ამბები