19 ივნისი 2026,   05:57
ვრცლად
მატეო სალვინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის გაწეულმა დახმარებამ შესაძლოა კორუფცია გააღვივოს

იტალიის ვიცე-პრემიერის განცხადებით, უკრაინისთვის დახმარების გაზრდა რუსეთთან ომის დასრულებას არ შეუწყობს ხელს. სალვინის თქმით, ამან შესაძლოა კორუფცია გააღვივოს კიდეც, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

"როგორც ვხედავთ, თავი იჩინა კორუფციულმა სკანდალებმა, რომელშიც უკრაინის მთავრობაა ჩართული. ამიტომაც, არ ვისურვებდი, რომ იტალიელი მშრომელებისა და პენსიონერების ფული შემდგომი კორუფციის გასაღვივებლად იყოს გამოყენებული. არ მგონია, რომ [უკრაინისთვის] მეტი იარაღის გაგზავნა პრობლემას გადაჭრის. ვფიქრობ, ბოლო საათების განმავლობაში განვითარებული მოვლენები და რუსი სამხედროების წინსვლა იმაზე მიუთითებს, რომ ომის შეჩერება ყველას ინტერესებშია, პირველ რიგში კი - უკრაინის", - აცხადებს მატეო სალვინი.

ცნობისთვის, უკრაინაში კორუფციული სკანდალის ფონზე, ქვეყნის იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრებმა 12 ნოემბერს თანამდებობა დატოვეს.

დღის ამბები