დღეს, "პენტაგონის" უსაფრთხოების პერსონალმა შენობის ორ შესასვლელთან ძველი სახელწოდება ახლით ჩაანაცვლა.
მთავარ შესასვლელთან, დაფა თავად ამერიკის სამხედრო ძალების ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეთმა დაამონტაჟა.
დღეიდან აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს "ომის სამინისტრო" ერქმევა.
"ჩვენ გვინდოდა [ძველი აბრების] შეცვლა, რადგან გვსურს, რომ ყველამ, ვინც ამ კარში შევა, იცოდეს, რომ ჩვენ აბსოლუტურად სერიოზულად ვართ განწყობილნი ჩვენი ორგანიზაციის სახელის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით", - თქვა ჰეგსეთმა.
2025 წლის სექტემბერში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაუბრუნდა სახელი "ომის სამინისტრო". უწყება ამ სახელწოდებას 1789 წლიდან 1947 წლამდე ატარებდა.