ომი უკრაინაში ისევ გრძელდება. ღამით რუსეთის ძალებმა კიევს შეუტიეს. თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა. დაშავდა 11 ადამიანი.
უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დაიწვა საცხოვრებელი სახლები და მრავალბინიანი კორპუსები. შეტევას წინ უძღოდა უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაშის გამოცხადება, რაც რუსული "მიგ- 31 -კას" გამანადგურებლების აფრენამ გამოიწვია.