ხორვატიაში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევას პილოტი ემსხვერპლა.
ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავი ქალაქ ზაგრებში ტექნიკური მომსახურებისთვის 12 ნოემბერს გაემგზავრა. მომხდარს უკვე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაღუპული პილოტის ოჯახს მიუსამძიმრა.