19 ივნისი 2026,   02:00
ვრცლად
უკრაინაში, კორუფციული სკანდალის გამო, თანამდებობა ენერგეტიკის მინისტრმაც დატოვა

უკრაინაში კორუფციული სკანდალის ფონზე, რომელიც, დაახლოებით, 86 მილიონი ევროს მითვისებას ეხება, თანამდებობა ამჯერად ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა დატოვა. აღნიშნულ საქმეში უკრაინის იუსტიციის მინისტრიც ფიგურირებს, რომლის გადადგომის შესახებ ინფორმაცია შედარებით ადრე გავრცელდა.

უცხოური მედიის ცნობით, უკრაინის იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრებმა თანამდებობები დღეს, 12 ნოემბერს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნით, სწორედ ენერგეტიკის სექტორში მასშტაბური კორუფციული სკანდალის ფონზე დატოვეს.

"მინისტრები კანონის შესაბამისად გადადგნენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ Telegram-ზე.

დღის ამბები