19 ივნისი 2026,   01:46
ვრცლად
ისრაელის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებული ტერორისტის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

39 მომხრე, 16 წინააღმდეგი - ქნესეტში (ისრაელის სახელმწიფოს უმაღლესი ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტი) პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებული ტერორისტის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, ისრაელის სასამართლოებმა სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოუტანონ პირებს, რომლებმაც ისრაელის მოქალაქე ეთნიკური ნიშნით მოკლეს, ხოლო მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მოქმედ სამხედრო სასამართლოებს საშუალებას აძლევს, სიკვდილით დასჯის განაჩენი მოსამართლეების ხმების უმრავლესობით გამოიტანონ.

დღის ამბები