04 აგვისტო 2026,   08:14
ვრცლად
ცვლილებები ბათუმის საკრებულოში - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და განათლების კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვეს

ცვლილებები ბათუმის საკრებულოში - თანამდებობა დატოვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი თავდგირიძემ, რომელიც ლევან დავითაძემ ჩაანაცვლა.

თანამდებობა დატოვა საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარემაც. დავით მიქელაძის ნაცვლად ჯაბა ჭანტურია აირჩიეს.

ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარედ ნერიმან ცინცაძე, საფინანსო კომისიის კი გოჩა მგელაძე დაამტკიცეს. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "ლელოს" და "გირჩის" წევრებმა.

დღის ამბები