19 ივნისი 2026,   03:10
ვრცლად
"არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ" - პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის თქმით, არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვულ ცდებს არ ატარებენ. დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება.

"ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ", – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.

ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ბირთვული ცდების განახლებას გეგმავს, რასაც იმით ხსნის, რომ ამას სხვა ქვეყნებიც, მათ შორის რუსეთი და ჩინეთიც აკეთებენ.

 

დღის ამბები