19 ივნისი 2026,   03:09
ვრცლად
სირიის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა

სირიის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. აჰმედ ალ-შარაა ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება. შეხვედრა ხვალ, თეთრ სახლში გაიმართება.

შტატებში ვიზიტის წინ, გაერო-მ სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა, ხოლო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ალ-შარაა გლობალური ტერორისტების სიიდან ამოიღო.

ამასთან, ალ-შარაას ვაშინგტონში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, სირიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურებმა ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 71 წევრი დააკავეს.

დღის ამბები