19 ივნისი 2026,   03:11
ვრცლად
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებულები პალესტინურ სოფლებს დაესხნენ თავს - დაშავებულია 15 ადამიანი

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებულები პალესტინურ სოფლებს დაესხნენ თავს. დაშავებულია 15 ადამიანი. მათ შორის პალესტინელები, ისრაელელი და უცხოელი მოხალისეები, ისრაელის თავდაცვის ძალების რეზერვისტი, მედიკოსი და Reuters-ის ფოტოგრაფი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა სოფლებში - ბურინსა და ბეითაში მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან ნიღბიანი პირები პალესტინელებს ხელკეტებით და როგორც ესვრიან ქვებს ზეთისხილის ბაღში მყოფ მოხალისეებს.

დღის ამბები