რუსეთის თავდასხმას უკრაინის ბირთვულ ქვესადგურებზე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. გასულ ღამით, რუსეთმა უკრაინაზე დრონებისა და რაკეტების იერიში მიიტანა. სამიზნე ორი ატომური ელექტროსადგური იყო. ინფორმაციას უკრაინის ოფიციალურმა პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდაცვლილია 7 ადამიანი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰა X-ზე წერს, რომ "რუსეთმა კიდევ ერთხელ დაბომბა ხმელნიცკის და რივნეს ატომური ელექტროსადგურების ელექტრომომარაგების ქვესადგურები. ეს არა შემთხვევითი, არამედ კარგად დაგეგმილი დარტყმა იყო. რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში ბირთვულ უსაფრთხოებას."
სიბიჰა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას გლობალური ზეწოლისკენ მოუწოდებს, რათა მოსკოვმა საერთაშორისო ბირთვული შანტაჟი შეწყვიტოს.
ვიდეომიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა.
"ეს იყო მასშტაბური თავდასხმა, რომელშიც მინიმუმ 25 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე, სხვადასხვა ტიპის დრონი მონაწილეობდა. ეს იყო ძალიან აშკარა და დემონსტრაციული დარტყმა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 400-ზე მეტი დრონი გაანეიტრალეს, რაც მნიშვნელოვანი შედეგია. რამდენიმე რაკეტაც ჩამოაგდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ბალისტიკური და აერობალისტური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა უკიდურესად რთულია. ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებთან, დამატებითი "პეტრიოტების" შესაძენად. მათი მხარდაჭერის იმედი გვაქვს," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.