19 ივნისი 2026,   03:12
ვრცლად
"რუსეთზე ზეწოლა არასაკმარისია" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ მიტანილ მასშტაბურ იერიშზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან აშკარა, დემონსტრაციული დარტყმა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რუსეთზე ზეწოლა არასაკმარისია და აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესება.

"ზეწოლის უკვე არსებული ფორმატების ნებისმიერი სახის შემსუბუქება პუტინს მხოლოდ უბიძგებს, გაახანგრძლივოს ომი, მიაყენოს მეტი ზიანი ჩვენს ქვეყანას, ხალხს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. რუსეთის ქედმაღლობის მიმართ რეაგირების სისუსტე რუსეთს ომის გაგრძელების მოტივაციას აძლევს. იმდენი სანქცია, ზეწოლა, უკრაინის ისეთი მხარდაჭერაა საჭირო, რომ რუსეთს ომის პირობებში გადარჩენის საშუალება აღარ ჰქონდეს", – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღის ამბები