19 ივნისი 2026,   03:17
ვრცლად
ტორნადო ბრაზილიაში - დაღუპულია 6 ადამიანი

სამხრეთ ბრაზილიაში, პარანას შტატს ტორნადომ გადაუარა. Reuters-ის ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი, ასობით პირი კი დაშავდა.

სტიქიამ დააზიანა საავტომობილო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები. 1 000-მდე ოჯახს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

ტორნადოს სიჩქარე 180-დან 250 კმ/სთ-მდე მერყეობდა.

დღის ამბები