სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ისრაელის მთავრობის 37 წევრის, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა. უწყება მათ ღაზაში ომთან დაკავშირებით გენოციდში სდებს ბრალს. სტამბოლის მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელის სახელმწიფო მოხელეებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ღაზაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.
ნეთანიაჰუს გარდა, დაკავების ორდერები ასევე გაიცა ისრაელის თავდაცვის და უსაფრთხოების მინისტრების, არმიის და საზღვაო ძალების მეთაურების წინააღმდეგ.