აზიის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებში, ტაიფუნ "კალმაეგის" 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები 100-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.
ყველაზე რთული ვითარება ფილიპინებში და ვიეტნამშია. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული კამბოჯაში და ლაოსშიც.
სტიქიის გამო საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია 500 000-მდე ადამიანს. განადგურებულია ათასობით საცხოვრებელი სახლი, ელექტროენერგია არ მიეწოდება მილიონზე მეტ მომხმარებელს.