04 აგვისტო 2026,   09:25
ვრცლად
ხევსურეთში​, გორშეღმის ხეობის სოფლები ახლად მოწყობილი ელექტროგამანაწილებელი ქსელით ისარგებლებენ

წინხადუ, უკანხადუ და ზეისტეჩო - გორშეღმის ხეობის სოფლებს ხევსურეთში ამიერიდან ახლად მოწყობილი ელექტროგამანაწილებელი ქსელი აქვთ.

სამუშაოები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, "ენერგო-პრო ჯორჯიამ" შეასრულა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მსგავსი სიახლეები მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის შენარჩუნება-დაბრუნებას ხელს შეუწყობს.

დღის ამბები