19 ივნისი 2026,   06:01
ვრცლად
ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ობობის ქსელი აღმოაჩინეს, რომელშიც 110 000-ზე მეტი ობობა ბინადრობს

ექსპერტებმა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ობობის ქსელი აღმოაჩინეს, რომელშიც 110 000-ზე მეტი ობობა ბინადრობს, რაც გამოქვაბულის სიღრმეში ნამდვილ კოშმარულ მეტროპოლიას ქმნის. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ეს მონუმენტური ნაგებობა 106 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, გამოქვაბულის ვიწრო, დაბალჭერიანი გასასვლელის კედლის გასწვრივ.

გიგანტური ობობის ქსელი, "გოგირდის გამოქვაბულის" სიღრმეში, ალბანეთ-საბერძნეთის საზღვარზე, გამოქვაბულის შესასვლელიდან დაახლოებით 50 მეტრში მდებარეობს.

გიგანტური ქსელი ობიბის ორი სახეობის სახლია: Tegenaria domestica, ასევე ცნობილი როგორც სახლის ობობა, და Prinerigone vagans, პატარა, ტენიანობის მოყვარული ობობა, რომლის სიგრძე მხოლოდ 3 მილიმეტრია.

"ბუნება კვლავ უამრავ სიურპრიზს მალავს", - განუცხადა Live Science-ს კვლევის წამყვანმა ავტორმა, რუმინეთის საპიენტიას უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, იშტვან ურაკმა.

დღის ამბები