მიგრანტი და პირველი მუსლიმი ნიუ-იორკის მერის პოსტზე - არჩევნებში დემოკრატების კანდიდატმა ზოჰრან მამდანმა გაიმარჯვა.
მამდანი უგანდაში ინდური წარმომავლობის ოჯახში დაიბადა და საკუთარ თავს დემოკრატ სოციალისტს უწოდებს. მხარს უჭერს სკოლამდელი განათლების საყოველთაო უფასო სისტემას, საცხოვრებელი გადასახადის შემცირებას და ავტობუსებში უფასო მგზავრობას.
წინასწარი მონაცემებით, მან ხმების 50 პროცენტზე მეტი მიიღო. მისმა კონკურენტმა, ნიუ-იორკის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ 41% აიღო და დამარცხება აღიარა.