ბრიტანეთში, ინგლისსა და უელსში, პარლამენტის წევრების სახლების წინ გამართული პროტესტის გამო, აქტივისტებს შესაძლოა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაემუქროთ. ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მთავრობა ცვლის კანონპროექტს დანაშაულისა და პოლიციის შესახებ, რათა აკრძალოს და კრიმინალიზაცია მოხდეს აქციების, რომელიც დეპუტატების, ლორდთა პალატის წევრების და სხვა საჯარო თანამდებობის პირების სახლებთან ჩატარდება.
ახალი კანონი მიზნად ისახავს პოლიტიკოსების შევიწროებასთან ბრძოლას.