ევროკომისიის ანგარიში მიკერძოებული და უსაფუძვლოა - ასე ეხმაურება გუშინ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ ანგარიშის ტონი და მიდგომა შეუთავსებელია თურქეთსა და ევროკავშირს შორის პოზიტიური დღის წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობებთან. ასევე, ეწინააღმდეგება ორივე მხარის გრძელვადიან ინტერესებს.
თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირმა უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და მოერიდოს ისეთ რიტორიკას, რომელსაც ჩიხში შეჰყავს ურთიერთობები.