აშშ-ში, პოლიციელმა 7 წლის მძევალი გადაარჩინა და დანით შეიარაღებული დამნაშავე ერთი გასროლით მოკლა. ინფორმაციას foxnews-ი ავრცელებს.
აღნიშნული შემთხვევა ფლორიდის შტატში, ჰილსბოროს ოლქში მახლობლად მოხდა. სამკერდე კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შერიფის მოადგილემ, ენტონი გონსალესმა ბავშვის კივილის გაგონების შემდეგ, საძინებლის კარი ფეხით ჩაამტვრია.
შიგნით მან მამაკაცი დაინახა, რომელიც ტყვიაგაუმტარ ჟილეტში იყო გამოწყობილი და ჩაფხუტი ეხურა, ერთი ხელით მოზარდს იჭერდა და ყელზე დანას ადებდა.
მამაკაცმა იარაღის დაგდებაზე უარი თქვა და რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, ოფიცერმა მას თავში ესროლა. მძევალი უვნებელი დარჩა.
ცნობისთვის, თავდამსხმელი 27 წლის მარიო კამაჩოა, ის დანით იყო შეიარაღებული და უმცროსი ძმის მოკვლით იმუქრებოდა.