19 ივნისი 2026,   06:51
ვრცლად
იტალიის ალპებში ზვავს 5 მთამსვლელი ემსხვერპლა - მათ შორის 17 წლის გოგო და მისი მამა არიან

მაშველების ცნობით, იტალიაში, დოლომიტის ალპებში ზვავმა ხუთი გერმანელი მთამსვლელის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილებს შორის 17 წლის გოგო და მისი მამა არიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე, მთამსვლელები, რომლებიც ცალ-ცალკე ჯგუფებად მოძრაობდნენ, ორტლერის ალპებში, ციმა ვერტანას მწვერვალზე ადიოდნენ, როდესაც ისინი ზვავმა დაფარა.

იტალიის სამთო სამაშველო სამსახურის, Soccorso Alpino e Speleologico-ს ცნობით, სამკაციანი ჯგუფი ზვავმა მთლიანად დაფარა და ისინი ადგილზე დაიღუპნენ.

მედიის ცნობით, მამა-შვილიც ზვავმა დაფარა. მათი ცხედრები შემთხვევის მეორე დღეს იპოვეს. ზვავს გადაურჩა 2 მთამსვლელი, რომლებიც მესამე ჯგუფში იყვნენ.

გადარჩენილებმა განგაში ატეხეს, რის შემდეგაც სამაშველო ოპერაცია დაიწყო.

დღის ამბები