19 ივნისი 2026,   01:45
ვრცლად
ტეხასში, მატარებელი შეეჯახა სატვირთოს, რომელსაც მსუბუქი ავტომობილები გადაჰქონდა - კადრები მედიაში ვრცელდება

აშშ-ში, ტეხასის შტატში, მატარებელი შეეჯახა სატვირთოს, რომელსაც მსუბუქი ავტომობილები გადაჰქონდა. ინფორმაციას nbcnews-ი ვიდეო კადრებთან ერთად ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სატვირთო ლიანდაგებზე გაიჭედა და მიუხედავად იმისა, რომ მემანქანე მატარებლის ავარიულად გაჩერებას ცდილობდა, ის უძლური იყო და შეჯახება თავიდან ვერ აიცილა.

აშშ-ის რკინიგზის ფედერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, რკინიგზის გადასასვლელებზე შეჯახებები, ქვეყანაში რკინიგზასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის, რიგით მეორე ადგილზეა. წინასწარი ინფორმაციით, ამ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები