არეულობა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში. პოლიციამ 18 ადამიანი დააკავა.
მედიის ინფორმაციით, გვიან ღამით კონცერტიდან მომავალი ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა თურქეთის საკონსულოს დაცვის თანამშრომლებს - დაპირისპირება შეტაკებაში გადაიზარდა. გაჩნდა ხანძარიც - დაზიანდა ექვსი ავტომობილი, ცეცხლი ეკიდა ნაგვის ურნებსაც.