"შათდაუნის" გამო, ამერიკის შეერთებული შტატების აეროპორტებში მასშტაბური შეფერხებებია, არის პერსონალის დეფიციტი.
როგორც მედია წერს, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მუშაობა შეაჩერა 13 000 ავიადისპეტჩერი ხელფასის გარეშე მუშაობს და შაბათ-კვირას, ნიუ-იორკში, მათი 80% სამსახურში არ გამოცხადდა.
მხოლოდ ერთ დღეში, შაბათს, აშშ-ში დაახლოებით 4 500 ფრენა შეფერხდა და 500-ზე მეტი გაუქმდა.