ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეირანი თავის ბირთვულ ობიექტებს უფრო დიდი ძალით აღადგენს.
"შენობებისა და ქარხნების განადგურება ჩვენთვის პრობლემა არ იქნება. ჩვენ ისევ ავაშენებთ და უფრო დიდი ძალით", – განუცხადა მასუდ პეზეშკიანმა სახელმწიფო მედიას და დაამატა, რომ ქვეყანა ბირთვული იარაღის შექმნა არ ცდილობს.
თეირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი, საპასუხოდ აცხადებს, რომ გასცემს ახალი შეტევების ბრძანებას ირანის ბირთვულ ობიექტებზე, თუ თეირანი შეეცდება იმ ობიექტების ხელახალ ამოქმედებას, რომლებიც აშშ-მა ივნისში დაბომბა.