19 ივნისი 2026,   00:24
ვრცლად
მექსიკაში მაღაზიაში გაჩენილ ხანძარს 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, არიან ბავშვები

მექსიკაში, მაღაზიაში გაჩენილ ხანძარს 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები, ათეულობით ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ცეცხლი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ჰერმოსილოს ცენტრში, Waldo’s-ის ფილიალში გაჩნდა.

შტატის გენერალური პროკურორის განცხადებით, გარდაცვალების უმეტესი შემთხვევა ტოქსიკური აირების შესუნთქვის გამო მოხდა.

არსებობს ვარაუდი აფეთქების შესახებ, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დასტურდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები