ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს უცნობი დრონის დაფიქსირების გამო, აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.
მედიის ინფორმაციით, აეროპორტის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ რეისები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყო შეჩერებული.
შეფერხების გამო, ბევრი რეისი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა, - მათ შორის: დრეზდენში, ლაიფციგში, ჰამბურგსა და ჰანოვერში.