19 ივნისი 2026,   04:27
ვრცლად
"ზელენსკის მმართველობის ბნელი მხარე": უკრაინის ხელისუფლება ძალისმიერ მეთოდებს იყენებს ოპონენტების დასაშინებლად და კრიტიკის ჩასახშობად - Politico

ოპოზიციონერი კანონმდებლები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ოპონენტების დასაშინებლად და კრიტიკოსების გასაჩუმებლად სამართლებრივ სანქციებს იყენებს. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა POLITICO წერს.

გამოცემის ინფორმაციით, როდესაც რუსეთმა, თითქმის, ოთხი წლის წინ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია "უკრენერგოს" მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ვლადიმერ კუდრიცკი ყველა ღონეს ხმარობდა ელექტრომომარაგების შესანარჩუნებლად. როგორღაც, მან წარმატებას მიაღწია და ამას ყოველწლიურად აგრძელებდა, რითაც მთელი მსოფლიოს ენერგეტიკის სფეროს ხელმძღვანელების პატივისცემა დაიმსახურა და უზრუნველყო, რომ ქვეყნის ენერგოსისტემას რუსული რაკეტებისა და დრონების შეტევებისთვის გაეძლო და ელექტროენერგიის გათიშვის კატასტროფა არ მომხდარიყო. თუმცა, ეს ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ის 2024 წელს მოულოდნელად იძულებული არ გახდა გადამდგარიყო.

კუდრიცკის გათავისუფლებამ ენერგეტიკის ინდუსტრიის მრავალი წარმომადგენლის კრიტიკა და ბრიუსელის შეშფოთება გამოიწვია. იმ დროს, კუდრიცკიმ POLITICO-ს განუცხადა, რომ ის ძალაუფლების დაუნდობელი ცენტრალიზაციის მსხვერპლი იყო, რომელსაც ხშირად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გავლენიანი თანამდებობის პირი, ანდრეი იერმაკი მიმართავდნენ.

მისი განმარტებით, "კორუმპირებული პირები" საბოლოოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიას ხელში ჩაიგდებდნენ. კუდრიცკის მხარდამჭერების თქმით, სწორედ ეს განცხადებები და მისი მხრიდან დუმილზე უარი ხსნის იმას, თუ რატომ აღმოჩნდა კუდრიცკი გასულ კვირას კიევის ცენტრალურ სასამართლოში ბრალდებულის სკამზე. მას სახელმწიფო ქონების მითვისებას ედავებიან.

ოპოზიციონერი დეპუტატები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები აღშფოთებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს უკრაინის ხელმძღვანელობა სამართლებრივ საშუალებებს ოპონენტების დასაშინებლად და კრიტიკოსების გასაჩუმებლად. ხელისუფლება მათ კორუფციაში ან რუსეთთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს. როგორც POLITICO იწურება, ამ საკითხთან დაკავშირებით ზელენსკის ადმინისტრაციამ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

დღის ამბები