19 ივნისი 2026,   06:56
ვრცლად
ნიდერლანდები სლოვაკეთისთვის ევროკავშირში ხმის ჩამორთმევის პროცედურის დაწყებას განიხილავს

ნიდერლანდები სლოვაკეთისთვის ევროკავშირში ხმის ჩამორთმევის პროცედურის დაწყებას განიხილავს. საუბარია ევროკავშირის ხელშეკრულების მეშვიდე მუხლზე.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ნიდერლანდელი დეპუტატების აზრით, სლოვაკეთში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ზღუდავს ლგბტქ უფლებებს. საუბარია სლოვაკეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონსტიტუციური ცვლილებებზე, რომლებიც კანონში მხოლოდ ორი სქესის - მამრობითი და მდედრობითის აღიარებას ითვალისწინებს, კრძალავს დაუქორწინებელი წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანას და სუროგაციას, რითაც ნიდერლანდელი დეპუტატების აზრით, ირღვევა ევროკავშირის კანონმდებლობა.

"დეპუტატები მოითხოვენ, რომ ოფიციალურმა ამსტერდამმა რეაგირება მოახდინოს სლოვაკეთის ნაბიჯებზე. ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, ევროპული საბჭო კვალიფიციური უმრავლესობით უფლებამოსილია, დროებით შეუჩეროს წევრ სახელმწიფოს გარკვეული უფლებები, მათ შორის ხმის უფლება ევროკავშირის საბჭოში და ევროპულ საბჭოში," - წერია "დოიჩე ველეს" სტატიაში.

დღის ამბები