ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჩარლი კირკის ორგანიზაციის შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა და ქრისტიანულ ფასეულობებზე ისაუბრა. ღონისძიება რადიკალი აქტივისტის მიერ მოკლული ამერიკელი კონსერვატორის, პატივსაცემად გაიმართა.
ჯეი დი ვენსის თქმით, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელია სწორად ფესვგადგმული ქრისტიანული მორალური წესრიგი. რწმენაზე საუბრისას ვენსმა ასევე, გააკრიტიკა თანამედროვე ლიბერალიზმი და მას „ქრისტიანობის გაუკუღმართებული ვერსია“ უწოდა.
„ქვეყნისთვის მთავარია სწორად ფესვგადგმული ქრისტიანული მორალური წესრიგი. მე არ ვიხდი ბოდიშს იმის გამო, რომ ვფიქრობ - ქრისტიანული ღირებულებები ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი საძირკველია. არაფერია ცუდი იმაში, რომ ყურადღება გამახვილდეს, მაგალითად, იმ ადამიანებზე, რომლებსაც უფლებები შეზღუდული აქვთ. ეს ლიბერალიზმის ფოკუსია. მაგრამ თუ ამას მთლიანად გამოყოფთ ყოველგვარი რელიგიური მოვალეობისგან ან სამოქალაქო სათნოებისგან, მაშინ ეს შეიძლება იქცეს, მაგალითად, უკანონობის წამახალისებლად. არ შეიძლება, გქონდეს მხოლოდ თანაგრძნობა დამნაშავის მიმართ. სამართლიანობაც უნდა არსებობდეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორად ფესვგადგმული ქრისტიანული მორალური წესრიგი ჩვენი ქვეყნის მომავლის ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.