აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს ბირთვული იარაღის გამოცდის განკარგულება მისცა.
ტრამპის განმარტებით, პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება. Truth Social-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი წერს, რომ უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო, ამის გაკეთება არ სურდა, თუმცა არჩევანი არ ჰქონდა, რადგან ამ შეიარაღებით რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი კი მესამეზე, რაც 5 წელიწადში გათანაბრდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვლადიმერ პუტინმა ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის "ბურივენიკის" და "პოსეიდონის" ტიპის წყალქვეშა აპარატის გამოცდის შესახებ გამოაცხადა.