19 ივნისი 2026,   04:26
ვრცლად
მეცნიერების მტკიცებით, 700 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანი შესაძლოა მალე ამოიფრქვეს

ახალი კვლევის თანახმად, ასობით ათასი წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანი შესაძლოა ძლიერი აფეთქებისთვის ემზადებოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ჟურნალ Geophysical Research Letters-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ირანში, ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარე "ტაფტანის" ვულკანზე, ბოლო 700 000 წლის განმავლობაში ამოფრქვევა არ მომხდარა, მეცნიერებმა აქტივობის ნიშნები აღმოაჩინეს.

კვლევის თანახმად, "ტაფტანის" 3 962 მეტრის სიმაღლის მწვერვალთან ახლოს, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში მაგმის სწრაფი აწევა დაფიქსირდა. ატმოსფერული პირობებით გამოწვეული შემთხვევითი ხმაურის შესამცირებლად შექმნილი ანალიზის მეთოდით ნაჩვენებია, რომ აწევის მიზეზი არც ნალექები და არც მიწისძვრები არ ყოფილა.

აქედან გამომდინარე, მკვლევრები აცხადებენ, რომ ფეთქებადი ამოფრქვევა, სავარაუდოდ, გარდაუვალია. მათივე განმარტებით, ვულკანის არაღრმა ნაწილში გაზის გამტარობის ცვლილებებმა, ასევე ღრმა მაგმის შეუმჩნეველმა მოძრაობამ, სავარაუდოდ, ჰიდროთერმული წნევის ზრდა გამოიწვია.

მედიის ინფორმაციით, "ტაფტანზე" ხშირად ფიქსირდება ფუმაროლის (აირის) აქტივობა, თუმცა გეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ 700 000 წლის განმავლობაში დიდი ამოფრქვევები არ მომხდარა.

დღის ამბები