19 ივნისი 2026,   04:26
ვრცლად
"მოსალოდნელია კატასტროფული და სიცოცხლისთვის საშიში წყალდიდობა" - ქარიშხალი "მელისა“ მე-5 კატეგორიის შტორმამდე გაძლიერდა და იამაიკას უახლოვდება

ქარიშხლების ეროვნული ცენტრის (NHC) უახლესი ინფორმაციის თანახმად, ქარიშხალი "მელისა" მე-5 კატეგორიის შტორმამდე გაძლიერდა და ის, კარიბის ზღვის გავლით, ჩრდილო-დასავლეთით, იამაიკისკენ გადაადგილება. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ძლიერი ნალექების გამო, იამაიკასა და კუნძულ ისპანიოლაზე, რომელიც ჰაიტისა და დომინიკის რესპუბლიკას მოიცავს, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა, 38-დან 76 სანტიმეტრამდე ნალექი მოვიდეს.

ჰაიტისა და იამაიკის სამხრეთ ნახევარკუნძულის ზოგიერთ რაიონში, შესაძლოა 101 სანტიმეტრამდე ნალექი მოვიდეს, რაც, სავარაუდოდ, კატასტროფულ და სიცოცხლისთვის საშიშ წყალდიდობას და მრავალრიცხოვან მეწყერს გამოიწვევს.

დღის ამბები