რუსეთზე ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა აზრს მოკლებულია - კრემლის მომლაპარაკებელი, კირილ დიმტრიევი ამბობს, რომ პუტინის ეს პოზიცია მან თეთრი სახლის ადმინისტრაციამდე მკაფიოდ მიიტანა.
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი რუსი დიპლომატი ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია და ამას შეხვედრებზე არაერთხელ დააფიქსირებს. მისივე თქმით, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ ძირეული მიზეზების აღმოფხვრით არის შესაძლებელი.
ამ განცხადებას ამერიკის ფინანსთა მდივანი გამოეხმაურა. სკოტ ბესენტმა "სიბიეს ნიუსთან" ინტერვიუში კირილ დმიტრიევს "რუსი პროპაგანდისტი" უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი ტრამპის სანქციების ეფექტს იგრძნობს და ყველაფერი, რასაც აშშ მოიმოქმედებს, პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.