ამერიკელი სამართალდამცავებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე,ესპანეთის პოლიციამ 6-ნახევარი ტონა კოკაინი ამოიღო. ნარკოტიკით დატვირთული გემი, კანარის კუნძულებთან ტანზანიის დროშის ქვეშ ცურავდა.
პოლიციის განცხადებით, ნარკოტიკი გემის კონსტრუქციაში სპეციალურად მოწყობილ სათავსოში იყო დამალული.
ქვეყნის ხელისუფლების შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაციაა.